"მინდა, მოგილოცოთ ქრისტეშობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულები და ყველა ოჯახს ვუსურვო ბედნიერება, წარმატება და კეთილდღეობა. 2013 წელი იყოს წარმატებული და ნაყოფიერი ჩვენი ხალხისთვის. თქვენ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები ხართ და ერთად უნდა ვაშენებდეთ სახელმწიფოს, რომელიც ყველა მოქალაქის უფლებების დაცვასა და კეთილდღეობაზე თანაბრად ზრუნავს, - აღნიშნავს სახელმწიფო მინისტრი.
სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულებს 6 იანვარს აღნიშნავს.