კერძოდ, ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა - საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელთან ილიანა დერილოვასთან და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების მენეჯერთან მარკ ჰულსტთან.
შეხვედრაზე მიგრაციის, ასევე ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის გადაადგილების პირობებზე და მათი გაუმჯობესების აუცილებლობაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ასევე იმ სავარაუდო პროექტებს, რომელთან განხორცილებასაც გეგმავს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და რომელთა ამოცანა ნდობის მშენებლობა, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთა სოციალური და ჰუმანიტარული პირობების გაუმჯობესებაა.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და ორგანიზაციის აქტივობებს დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია.