შეხვედრაზე განხილული იყო მიმდინარე და სამომავლო პროექტები, ასევე შვეიცარიის როლის მნიშვნელობა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების მიმრთუელბითდა მათი მზადყოფნა ამ პროცესში გრძელვადიანი მონაწილეობის შესახებ.
"შვეიცარია მნიშვნელოვან შუამავლის როლს ასრულებს რუსეთ - საქართველოს ურთიერთობებში და მასპინძლობს ჟენევის მოლაპარაკებებს. ცხადია, მისი როლი მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მშვიდობის მშენებლობის საქმეში", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.