ამჟამად კი ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღმოსავლეთ ევროპის, დასავლეთ ბალკანეთის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჰაიდემარია გიურერს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ჰაიდემარია გიურერმა ისაუბრა საქართველოზე, როგორც ავსტრიის სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვან პარტნიორზე, რომელიც იმ ოთხ ქვეყანას შორის იმყოფება, რომელზეც ვრცელდება ავსტრიის თანამშრომლობის დახმარების პროგრამა. იგი დაინტერესებულია მონაწილეობა მიიღოს ნდობის მშენებლობის პროცესში. გიურერმა ისაუბრა "შლაინინგის პროცესზე" , როგორც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროცესზე. "მას ამ მიმართულებით კარგი გამოცდილება აქვს და კარგად იცნობს ადგილობრივ კონტექსტს. მასთან თანამშრომლობა ნამდვილად ხელს შეუწყობს სამშვიდობო პროცესის წინსვლას" - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.