შეხვედრა USAID-ის წარმომადგენლებთან

27 February 2013

შეხვედრაზე იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება. ასევე იმსჯელეს სააგენტოს მიერ სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობისთვის მხარდაჭერის შესაძლებლობებზე.

"შეერთებული შტატები ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორია. ამ სახელმწიფოს მხარდაჭერას ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, მათ შორის იმ პროექტებით, რომლებიც ნდობის აღდგენისა და ამ რეგიონების მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებისკენაა მიმართული", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ქეთევან ციხელაშვილმა.