შეხვედრა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან

13 March 2013

საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური კორპუსის უფროსი საიმონ ფრაიზერი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.

შეხვედრაზე ბრიტანულმა მხარემ დაადასტურა არაღიარების პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერა. მათივე შეფასებით, მისასალმებელია კონფლიქტის რეგიონებისთვის ევროპული ღირებულებების შეთავაზება. შეხვედრაზე ამ იდეის განხორციელების გზებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ასევე, კონფლიქტების დარეგულირების პროცესში ბრიტანეთის მეტად ჩართულობის შესაძლებლობას.

პაატა ზაქარეიშვილმა შეხვედრაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ პარლამენტის რეზოლუციაზე ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, რომ აღნიშნულ დოკუმენტში პარლამენტმა დაადასტურა ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, რომელიც საქართველომ სტრასბურგში 2010 წლის 23 ნოემბერს აიღო.

მან დელეგაციის სტუმრებს მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ საქართველოში, მათ შორის კონფლიქტის რეგიონებში სხვადასხვა პროექტის ხელშეწყობისთვის. დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა თავის მხრივ, მზადყოფნა გამოხატეს, კვლავაც გააგრძელონ პროექტების მხარდაჭერა.