ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ჰუმანიტარული საკითხების ჯგუფში მონაწილეები თბილისიდან სხვა ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებთან ერთად ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებზე მოსახლეობის გადაადგილების, ასევე მავთულხლართების გავლების საკითხებს დააყენებენ. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ჟენევის დისკუსიებში ჰუმანიტარული საკითხების ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობს. დისკუსიებზე ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკანიანი ხელმძღვანელობს. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 23-ე რაუნდი 26-27 მარტს გაიმართება.