"გილოცავთ ამ ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს. ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და სახელმწიფოს დასაყრდენს წარმოადგენს. საამაყოა, რომ ებრაელები საქართველოში მრავალი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდნენ და საკუთარი იდენტობის რეალიზებას ახდენდნენ. ეს შესაძლებლობა ჩვენს სახელმწიფოში არასოდეს დადგება ეჭვქვეშ",- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ფესახი ებრაული და სამარიული დღესასწაულია, რომელიც უფლის მიერ ეგვიპტელთა მონობიდან ებრაელთა გამოხსნას ეძღვნება.