შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით. რეინტეგრაციის მინისტრმა თურქეთის დელეგაციას გააცნო უწყების მუშაობის ახალი ხედვები და მიდგომები. თავის მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა აფხაზურ და ოსურ მხარეებთან კავშირების აღდგენისა და სამშვიდობო პოლიტიკის წარმოებისკენ მიმართულ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას და სრული მხარდაჭერა გამოხატა როგორც აღნიშნული პროცესის, ისე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.