შეხვედრა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან

9 April 2013

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი.

პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე კონკრეტულ საკითხებზე ისაუბრეს.

"ევროსაბჭოსთან რეგულარული და სამუშაო კონტაქტები გვაქვს, მათ შორის მონიტორინგის ჯგუფთან. მათ დაწვრილებით აინტერესებთ, რა ხდება კონფლიქტების და ინტეგრაციის მიმართულებებით. ჩვენ კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბრეთ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებას. საუბარი ასევე შეეხო იმ ვალდებულებებს, რომლებიც საქართველოს ევროსაბჭოს წინაშე აქვს აღებული", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.