პაატა ზაქარეიშვილი თომას ჰამარბერგს შეხვდა

12 April 2013

შეხვედრაზე კონფლიქტების დარეგულირებასთან დაკავშირებული ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს.

კერძოდ, საუბარი შეეხო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და პატიმრების საკითხებს.

"2008 წლის ოქტომბერში გაუჩინარებული ოთხი ოსი მოქალაქის საქმის გამოძიების რეკომენდაციას თქვენს მიერ მომზადებული დასკვნაც შეიცავს. მიმაჩნია, რომ ამ საქმის გამოძიება ნდობის აღდგენას და სამშვიდობო პროცესს შეუწყობს ხელს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა თომას ჰამარბერგთან შეხვედრაზე.

საუბარი ასევე შეეხო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს.