ფორუმში მონაწილეობდნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მეთაურები და საგარეო პოლიტიკური უწყებების წარმომადენლები, ასევე წამყვანი ექსპერტები როგორც ევროპიდან, ისე აშშ-დან.
ფორუმის პარალელურად გაიმართა შეხვედრები ვიშეგრადის ჯგუფისა და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებთან. მათ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა, თანამშრომლობის გაგრძელების და კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზაობა დაადასტურეს. ქეთევან ციხელაშვილი ასევე შეხვდა ევროპელ და ამერიკელ ექსპერტებს, რომლებიც საქართველოს თემატიკაზე მუშაობენ. შეხვედრების ძირითადი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები და კონფლიქტების მოწესრიგების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა. პარტნიორებმა საქართველოს მთავრობის სტრატეგიის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.
დღეს კი ქეთევან ციხელაშვილი მონაწილეობას მიიღებს შეხვედრაში, რომელიც სლოვაკეთის ატლანტიკური საბჭოს, ვიშეგრადის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის ორგანიზებული. შეხვედრაზე საექსპერტო ჯგუფი საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და კონფლიქტების მოწესრიგების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების ხედვებსა და სტრატეგიას განიხილავენ.
მომავალ კვირაში კი სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ბერლინს, ჰამბურგსა და ბერნსს ეწვევა. იგი ოფიციალურ პირებს, სამშვიდობო ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდება.