პაატა ზაქარეიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

22 April 2013

პაატა ზაქარეიშვილმა სტუმრებს კონფლიქტების დარეგულირებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობაზე მიაწოდა ინფორმაცია, ასევე გააცნო საქართველოს ხელისუფლების ხედვები კონფლიქტების მოწესრიგებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს კონფლიქტების დარეგულირების პროცესში ევროპის ჩართულობის რესურსებზე, არღაირიარების პოლიტიკის გაგრძელებასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობაზე.

საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. კერძოდ, აღინიშნა, რომ დემოკრატიისკენ ნაბიჯების გადადგმა ევროპული ღირებულებების დაცვითა და ევროპულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ხდება.