რუმინეთმა სტატუს ნეიტალური სამგზავრო დოკუმენტი აღიარა

2 May 2013

"2013 წლის 15 მაისიდან, საქართველოს ხელისუფლების მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის გაცემული "სტატუს ნეიტრალური სამგაზვრო დოკუმენტი" რუმინეთის სახელმწიფოს მიერ მიღებული იქნება, როგორც სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის დაშვებული სამგზავრო დოკუმენტი", - ნათქვამია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტაში, რომელიც 2013 წლის 24 აპრილით არის დათარიღებული.

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი და ნეიტრალური პირადობის მოწმობა წარმოადგენს ჰუმანიტარული ხასიათის საბუთს, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობას სოციალური სერვისების მიღებისა და საზღვარგარეთ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს.

სტატუს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ამ დროისათვის უკვე აღიარებულია იაპონიის, ჩეხეთის, ლატვიის, ლიტვის, სლოვაკეთის, აშშ-ის, ბულგარეთის, პოლონეთის, ისრაელის, ესტონეთის და რუმინეთის მიერ.