სახელწმიფო მინისტრმა ახალგაზრდებს კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით ხელისუფლების ხედვები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს და აღნიშნულ კონტექსტში კონფლიქტების ტრანსფორმაციასა და დარეგულირებას.
"ახალგაზრდებთან შეხვედრა მნიშვნელოვანი და საინტერესოა, მით უფრო იმ სტუდენტებთან, რომლებმაც მომავალი პროფესია პოლიტიკას, პოლიტოლოგიას და კონფლიქტების მოგვარებას დაუკავშირეს. მიმაჩნია, რომ მათთან საჭიროა გულწრფელი საუბარი, რათა მათ წინა თაობების შეცდომები გაითვალისწინონ და მომავალში სწორი პოლიტიკა წარმართონ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრა მათთვის ნაყოფიერი და საინტერესო იყო.
"ჩვენთვის ბევრ საინეტერესო საკითხზე მივიღეთ ინფორმაცია. ბატონმა პაატამ ნათლად წარმოგვიდგინა ხედვები და სტრატეგია, ამ სტრატეგიის დადებითი მხარეები და ასევე, ის, თუ რას შეიძლება ველოდეთ შორეულ პერსპექტივაში", - აღნიშნა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის სტუდენტმა თამარ გასიშვილმა.