ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით ხელისუფლების ხედვები გააცნო.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხედვების გაცნობის და მოქალაქეების მოსაზრებების მოსმენის საშუალება გვეძლევა. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, როდესაც მიმდინარეობს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ახალი ეროვნული კონცეფციის შემუშავება, რომელიც მიმდინარე 5 წლიანი სამოქმედო გეგმის ამოწურვის შემდეგ - 2014 წელს შევა ძალაში. მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა ყველა მოქალაქეს უნდა აძლევდეს საშუალებას, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა ფეროში სრულფასოვნად ჩაერთოს", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის აფხაზური ენის შენრჩუნების და სწავლების საკითხზე.