"ისლამი არის ჩვენი მრავალკონფესიური და მრავალეთნიკური სახელმწიფოს კულტურის განუყოფელი შემადგენელი, ხოლო ჩვენი მუსლიმი თანამოქალაქეები საქართველოს მოსახლეობის ძვირფასი ნაწილია. საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს საქართველოში მცხოვრები მუსლიმების რელიგიური მრწამსის თავისუფლებისა და უფლებების დასაცავად, რათა ჩვენი საერთო სამშობლოს განვითარება, მისი სიძლიერე და კეთილდღეობა მეტი სიკეთის მომტანი იყოს თითოეული ოჯახისათვის. საქართველო ისტორიულად მრავალრელიგიური ტრადიციების სახელმწიფოა და აქ მუდამ პატივს სცემდნენ ერთმანთის მრწამსსა და აღმსარებლობას. ეს განწყობა სუფევს დღესაც და ღრმად ვართ დარწმუნებული, მომავალშიც გაგრძელდება. გულითადად ვუერთდები ყოველი მუსლიმის სადღესასწაულო განწყობას. ეს დღე ყოფილიყოს თქვენთვის სიხარულის, სიმშვიდის, სიყვარულისა და წარმატებების მომტანი", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.