შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო . შეხვედრაზე განხილული იყო აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არსებული მდგომარეობა. პაატა ზაქარეიშვილმა ელჩს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის ახალი მიდგომები და ხედვები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აპარატის მუშაობის მიმდინარე და სამომავლო გეგმებს, დიდი ბრიტანეთის როლის მნიშვნელობას კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით და მათ მზადყოფნას ამ პროცესში ჩართულობის შესახებ.