საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მედიასაშუალებების წარმომადეგნლებს, რომლებიც მედიაპროექტ "Go Group" მონაწილეები არიან, სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ღოღელიანი შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
"ჟურნალისტების მხრიდან საკმაოდ დიდი ინტერესი იყო. მათ ბევრი კითხვა დასვეს, კერძოდ, იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი საქართველოში და როგორ უწყობს ხელს სახელმწიფო საზოგადოებაში ტოლერანტობის გაზრდას. ვფიქრობ, მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს", - განაცხადა თინათინ ღოღელიანმა.
შეხვედრაში ბეჭდური გამოცემებისა და საინფორმაცო სააგენტოების 11 ჟურნალისტი მონაწილეობდა.
ვიდეოს სანახავად იხილეთ ბმული