სტუდენტებთან შეხვედრა 18 ოქტომბერს, "შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის" 2013 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შედგა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებმა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა სტუდენტებმა.
შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო მაჰმადიანი მესხების ისტორიის, სოციალური მდგომარეობისა და დღევანდელობის პრობლემატიკის ახალგაზრდა თაობისათვის გაზიარება, მათი ცნობიერების ამაღლება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს ჩრდილო კავკასიაში მცხოვრები მესხების ყოფასა და საქართველოში მიმდინარე რეპატრიაციის პროცესის მიმართ მათ დამოკიდებულებაზე, რამაც ახალგაზრდების აქტიურობა და დიდი ინტერესი გამოიწვია.