კომისიის თავმჯდომარე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და კომისიის თანათავმჯდომარე, რეინტეგრაციის საკითხებში სახელწმიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დღეს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების - შამგონის, ორსანტიას, კოკის, ხურჩის, განმუხურის, რუხის, რიყის, ტყაიას, ლიას, ფახულანის, მუჟავას მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი, შრომის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე.
"მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოიკვეთა, რომ მათ უმთავრესად გზის პრობლემა აწუხებთ. ამ სოფლებში ასევე დგას შეშის, სკოლებისა და საბავშვო ბაღების პრობლემა. ჩვენ ადგილობრივებისგან დეტალური ინფორმაცია მივიღეთ, რომელსაც დროებითი სამთავრობო კომისიის 29 ოქტომბრის სხდომაზე წარვადგენთ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ვიდეო სიუჟეტი იხილეთ მოცემულ ბმულზე