ამის შესახებ ჯგუფის ხელმძღვანელმა, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევნ ციხელაშვილმა განაცხადა.
"ამ რაუნდზე ცენტრალური თემა გადაადგილების თავისუფლების პრობლემა, კერძოდ, გამყოფ ხაზზე რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლების შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენი ჯგუფის ერთი-ერთი მთავარი თემაა დევნილების დაბრუნების საკითხი და ის რჩება დღის წესრიგში. მორიგი რაუნდზე, ასევე, იქნება მსჯელობა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემაზე. ამასთან, ჩვენ ჟენევაში მივდივართ საქმიანი განწყობით და ძალაში ვტოვებთ ჰუმანიტარული საკითხების მოგვარების შეთავაზებას, მათ შორის ახალგორის რაიონისთვის გაზის მიწოდების თაობაზე, რაც მოსახლეობას ცხოვრების პირობებს შეუმსუბუქებს", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.