სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს

24 December 2013

სხდომას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელშვილი თავმჯდომარეობს.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განიხილება "შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და 2009-2014 წწ. სამოქმედო გეგმის" შეფასების დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის მიზნით 2009 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული აღნიშნული ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის ანალიზს და შეფასებას. ამასთანავე, კომისიის მონაწილეები მსჯელობენ სამუშაო პროცესში არსებულ სხვა მნიშნელოვან საკითხებზე.

უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისიის წევრები არიან სხვადასხვა სამინისტროს, სახელმწიფო უწყების და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.