ქეთევან ციხელაშვილი პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე წარსდგება

26 December 2013

საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრებს ქეთევან ციხელაშვილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 26-ე რაუნდის შესახებ მოხსენებას წარუდგენს.

გაერთიანებული სხდომა 10:00სთ-ზე დაიწყება. სხდომაზე, ამავე თემაზე მოხსენებას წარადგენს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 26-ე რაუნდი 17-18 დეკემბერს გაიმართა. ქეთევან ციხელაშვილი ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფს ხელმძღვანელობს.