როგორც შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
"სახელმწიფო ფაქტობრივად, ეხლა იწყებს მუსლიმ საზოგადოებასთან რეალურ მუშაობას. ჩვენი სურვილია, რომ ეს ურთიერთობა თანამშრომლობითი იყოს, რადგან ეს ადამიანები ჩვენი სახელმწიფო მოქალაქეები არიან და გვსურს, შევისწავლოთ და მათ საქმიანობაში ჩარევის გარეშე დავიცვათ მათი უფლებები. მუსლიმი საზოგადოება ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია და რაც მეტად იქნება იგი ინტეგრირებული საქართველოს საერთო სხეულში, მით მეტად მდგრადი იქნება სახელმწიფო", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
იასინ ალიევმა სახელმწიფო მინისტრს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.
"მოხარული ვარ, რომ სახელმწიფო ჩვენს გვერდითაა და ხელისუფლება მზადაა, სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში დაგვეხმაროს", - განაცხადა იასინ ალიევმა.