"საქართველოს ყველა ასირიელ მოქალაქეს ვულოცავ გაზაფხულის, სიყვარულისა და განახლების ამ ლამაზ დღეს და ვუსურვებ, რომ ეს ახალი წელი ყოფილიყოს მათთვის მშვიდობის, ბედნიერებისა და სიკეთის მომტანი. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნებით - ეს ჩვენი სიმდიდრეა. დარწმუნებული ვარ, ჩვენს მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიურ ქვეყანაში თითოეული მოქალაქის კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების მხარდასაჭერად კვლავაც ბევრი რამ გაკეთდება", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ხაბ-ნისანი ასირიელთა ახალი წლის დადგომის მაუწყებელი ეროვნული დღესასწაულია, მას 1 აპრილს აღნიშნავენ.