შეხვედრა თომას ჰამარბერგთან

3 April 2014

პაატა ზაქარეიშვილმა და თომას ჰამარბერგმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება განიხილეს.

"თომას ჰამარბერგი, ასევე, დაინტერესდა რელიგიური უმცირესობების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის პროცესით. მე მას ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე მივაწოდე ინფორმაცია", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

შეხვედრა სახელმწიფო მინისტრის აპარატში გაიმართა.