ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ“

4 April 2014

ფესტივალში მონაწილეობენ საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდა მუსიკოსები და ფოლკლორული შემოქმედებითი ჯგუფები. დღევანდელ კონცერტში ქართველმა, აზერბაიჯანელმა, სომეხმა და ჩერქეზმა ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა.

ფესტივალის თანაორგანიზატორები არიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

ღონისძიების ორგანიზატორის, მანანა ალფაიძის თქმით, ფესტივალი უკვე მეხუთე წელია ტარდება. ფესტივალის ფარგლებში ტარდება კონცერტები კულტურათა დიალოგის სახელწოდებით. მომდევნო შესარჩევი კონცერტი ქლაქ რუსთავში 10 აპრილს გაიმართება.

ფესტივალი ყოველწლიურად 2-3-ჯერ ტარდება, როგორც კლასიკური მუსიკის, ისე ფოლკლორის მიმართულებით. ფესტივალის "ერთი ცის ქვეშ" წლევანდელი შემაჯამებელი კონცერტი მაისში ჩატარდება.

იხილეთ ვიდეო მოცემულ ბმულზე