ექსკურსია კახეთის რეგიონში

7 April 2014

ექსკურსიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების 50-მა სტუდენტმა. ექსკურსიის მიზანია ახალგაზრდებმა დაათვალიერონ და ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობის შესახებ.

ერთ დღიანი ექსკურსია ჩატარდა, შუამთის მონასტერში, თელავში, იყალტოს აკადემიაში, ალავერდში, გრემში, ნეკრესში, ყვარელში, სიღნაღში და წინნანდალში.

ექსკურსია ორგანიზებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და მარნეულის ახალგაზრდული ცენტრთან ერთად.