მილოცვა ებრაელ ხალხს

15 April 2014

"გილოცავთ ამ ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს, რომელიც ებრაელი ხალხის ცხოვრებაში მნიშვნელოვან მოვლენას - ეგვიპტის მონობისგან ებრაელი ხალხის განთავისუფლებას უკავშირდება. საქართველოში მცხოვრები ებრაელი ხალხი, მათი თვითმყოფადობა, კულტურა და რელიგია, ჩვენი ქვეყნის, მისი ისტორიისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია. მინდა, გისურვოთ მშვიდობა და წარმატებები",- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.