ქეთევან ციხელაშვილმა მემორიალი ყვავილებით შეამკო და სანთლები აანთო. "დღეს აქ მოვედით, რომ კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი დაღუპული გმირების ხსოვნას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში. ეს არის სამარადისო სიცოცხლით სიკვდილის დამარცხების დღესასწაული. ამ გმირებმა ყველაზე ძვირფასი საკუთარი - სიცოცხლე გაწირეს სამშობლოსათვის. ამიტომ მათი ხსოვნა მუდმივად დარჩება ჩვენთან, არა მხოლოდ მათ ოჯახებში, არამედ ყველა ჩვენგანის გულში", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. მისივე თქმით, მემორიალთან შენდება ეკლესია, რომლის მშენებლობაც მალე დასრულდება და ეს იქნება ადგილი, რომელიც ყველას შეახსენებს შინდისთან დაღუპული ჯარისკაცების გმირობას და სამშობლოსთვის თავგანწირვას.