აღნიშნულ თემაზე ქეთევან ციხელაშვილი სიტყვით ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის - "ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისთვის" პრეზენტაციაზე გამოვიდა.
ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ ქალთა გაძლიერების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლად ჯგუფებში, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში.
"რაც შეეხება სამშვიდობო პროცესში ქალთა ჩართულობას, ჩვენი აპარატი ჩართულია ორ ფორმატში - ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. ცხინვალის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში ჩვენ ქალი წარმომადგენელი გვყავს. ჟენევის დისკუსიებში კი მე ვმონაწილეობ და ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობას ვუძღვები", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია ქალთა ჩართულობის მხარდაჭერა როგორც საგანმანათლებლო, ისე პრაქტიკული მიმართულებით.
"სამოქალაქო სექტორში ქალთა ორგანიზაციებს დიდი პოტენციალი აქვთ, განსაკუთრებით კონფლიქტის პრევენციასა და ნდობის მშენებლობაში", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ.