პაატა ზაქარეიშვილი და ქეთევან ციხელაშვილი დღეს მონაწილეობას მიიღებენ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრაში ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან და ევროკომისიის დელეგაციასთან. აღნიშნულ შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრი სიტყვით გამოვა.
დღევანდელ შეხვედრაში მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც მონაწილეობენ.
ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტი 20 მაისს დაიწყო.