პროექტის „ერგნეთში (შიდა ქართლი) დაბრუნებული პირების საცხოვრებელი და საარსებო წყაროების აღდგენა“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

10 July 2015

"დღეს არის პროექტის დასკვნითი პრეზენტაცია, რომელიც განახორციელა შვეიცარიის განვითარების ოფისმა და დანიის ლტოლვილთა საბჭომ. ეს პროექტი ხორციელდებოდა სოფელ ერგნეთში და ემსახურებოდა ომის შედეგად დაზარალებული ოჯახების დაბრუნებასა და ადგილზე ინტეგრაციის მხარდაჭერას. სახელმწიფოს პრიორიტეტია მოსახლეობის ადგილზე დამაგრება, მათი საჭიროებების დაკმაყოფილება და შემდგომ უკვე რეგიონის სოციალური და ეკონომიკური განვითარება."- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სახელმწიფო ბევრ აქტივობას ახორციელებს გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების მიმართულებით, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება არის მნიშვნელოვანი, რადგან საჭიროება ძალიან ბევრია და რეალურად რესურსები შეზღუდულია. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ეს პროექტი ბევრისთვის გახდება სამაგალითო და ამ პროექტის განმახორციელებლები გაუზიარებენ პოზიტიურ გამოცდილებას თავის კოლეგებს.