ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში

13 October 2011

სახელმწიფო მინისტრი შეხვდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სპეციალურ წარმომადგენელს, ელჩს, კლაას ვან დერ ტემპელს, პრემიერ მინისტრის მრჩეველს საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის საკითხებში, ჯეკ ტვისს ქუარლეს ვან უფორდს. შეხვედრა ასევე გაიმართა ნიდერლანდების საკანონმდებლო ორგანოს, მეორე პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში. ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტმა მონაწილეობა მიიღო ევროპის სახლში გამართულ დისკუსიაში თემაზე "საქართველო და ევროკავშირი: თანამშრომლობა და უსაფრთხოების საერთო მიზნები". ვიზიტის ბოლო დღეს სახელმწიფო მინისტრი ეწვია კლინგედეილის ნიდერლანდების საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტს და ასევე შეხვდა ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტებს.