ახმეტიდან 40 ბავშვი თბილისში ექსკურსიაზე იმყოფებოდა

3 June 2013

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რაიონში მცხოვრები მე-10-11 კლასების მოსწავლე, ეთნიკურად ქისტი 40 ბავშვი თბილისში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა სამინისტროსა და ახმეტის რაიონის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით იმყოფებოდა.

ბავშვებმა ეთნოგრაფიული მუზეუმი დააათვალიერეს, ხრიდოლის საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენას დაესწრნენ და სხვადასხვა გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა.

მუზეუმში სტუმრობის შემდეგ მოსწავლეები რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მიიღო და მათთვის საინტერესო კითხვებსაც უპასუხა. შეხვედრის შემდეგ ბავშვები ეროვნულ მუზეუმში, ნარიყალაზე და მთაწმინდის პარკში იმყოფებოდნენ, სადაც ატრაქციონებზე გართობის საშუალებაც ჰქონდათ.