ქეთევან ციხელაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგში მონაწილეობს

20 June 2013

საქართველო-ევროკავშირის დიალოგში მონაწილეობს. იგი დიალოგის მეექვსე სხდომაზე, რომელიც ბრიუსელში დღეს გაიმართება, სიტყვით გამოვა. კერძოდ, სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე დიალოგის მონაწილეებს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებას გააცნობს. სიტყვით გამოსვლისას ქეთევან ციხელაშვილი ასევე, ისაუბრებს გამყოფ ხაზებზე რუსი სამხედროების მიერ ფორტიფიკაციების აღმართვისა და მიწათხრილების გავლების პროცესის ჰუმანიტარულ შედეგებზე.

სხდომაზე ასევე განიხილავენ საქართველოში სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის საკითხებს, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას. უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის მეექვსე სხდომას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი ხელმძღვანელობს.