მრგვალი მაგიდა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესმა კომისარმა კნუტ ვოლებეკმა გახსნა.
პაატა ზაქარეიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის განხორციელების მიმდინარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. კერძოდ, სახელმწიფო მინისტრმა კონცეფციის მიმართულებები - კანონის უზენაესობა, განათლება და სახელმწიფო ენა, მედია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა, სოციალური და რეგიონალური ინტეგრაცია, კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება მიმოიხილა. მან აღნიშნა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს მათი სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის.
"რა თქმა უნდა, ხელს ვუწყობთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა იდენტობის შენარჩუნებას, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს მათ სამოქალაქო ინტეგრაციას სახელმწიფოში. სახელმწიფო ენის სწავლების მხრივ შეინიშნება დადებითი ტენდენცია და იმედია, რამდენიმე წელიწადში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სახელმწიფო ენას ისეთივე წარმატებით დაეუფლებიან, როგორც მშობლიურ ან თუნდაც რუსულ ენას ფლობენ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მრგვალ მაგიდაში არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურების, სახალხო დამცველის აპრატის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.