ესეების კონკურსი საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე

27 July 2014

პროგრამაში მონაწილე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისათვის.

კონკურსით დაინტერესებულ სტუდენტებს უნდა მოემზადებინათ ესე თემაზე "საქართველოს ევროინტეგრაცია და მე". ქართულ ენაზე მომზადებულ ნაშრომში უნდა ასახულიყო, თუ რას ნიშნავს ავტორისათვის საქართველოს ევროპული არჩევანი, სტუდენტის მოლოდინი, მოსაზრებები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის თაობაზე, როგორ ესმის მას ეს პროცესი, როგორც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს.

საუკეთესო ესეების გამოსავლენად შეიქმნა სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციის წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული კომპეტენტური კომისია, რომელმაც გამოავლინა 3 საუკეთესო ნაშრომის ავტორი. გამარჯვებულებს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გადასცა ინდივიდუალური პორტატული კომპიუტერები.

ჩვენს ვებ-გვერდზე ვაქვეყნებთ საუკეთესო ესეებს.

ლილით ოგანესიან

ხალიდ მურადოვი

ტურალ ნაზიევი