სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

14 April 2015

"დღევანდელ დღეს საქართველოს მთელმა მოსახლეობამ სახელმწიფო ენა დაიცვა და დღეს ქართული უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოს ენაა. მიხარია, რომ ვმასპინძლობთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან, ფლობენ სახელმწიფო ენას და ამაყობენ ამით. სახელმწიფო ენასთან ერთად პატივის მივაგებთ მათ მშობლიურ ენას, რადგან საქართველო სწორედ მრავალფეროვნებით და მრავალ ეთნიკურობით არის მდიდარი. ეს არის ჩვენი ძალა, რომ მრავალეთნიკურ სახელმწიფოში პატივი მიეგება სახელმწიფო ენას", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილმა სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ მოსწავლეებს სახელმწიფო მინისტრის აპარატისგან საჩუქრად წიგნები გადასცა. ღონისძიებაში ბავშვებთან ერთად მოწვეული სტუმრები - ავტორები და მთარგმნელებიც მონაწილეობდნენ.

ღონისძიება საქართველოს გაეროს ასოციაციის თანაორგანიზატორობით გაიმართა.