პაატა ზაქარეიშვილი ეზიდებს "ჩარშამა სარსალეს" დღესასწაულს ულოცავს

14 April 2015

"საქართველოს ყველა ეზიდ მოქალაქეს გულითადად ვულოცავ ამ მნიშვნელოვან და უძველეს დღესასწაულს "ჩარშამა სარსალეს", რომელიც ახალი წლის დასაწყისის მაუწყებელია. იგი განახლების, გაზაფხულის დადგომისა და ნაყოფიერების სიმბოლოა. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს წარმატებების, კეთილდღეობისა და სიუხვის მომტანი თითოეული თქვენგანისათვის", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

"ჩარშამა სარსალე" ეზიდთა უმთავრესი დღესასწაულია და ახალი წლის დადგომას აღნიშნავს.