ქეთევან ციხელაშვილი ან ბრასორთან ერთად წეროვანსა და ხურვალეთში იმყოფებოდა

8 May 2015

წეროვანში დევნილებთან შეხვედრა გაიმართა. შემდეგ კი სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა სოფელ ხურვალეთში გადაინაცვლეს. მათ გამყოფი ხაზის გასწრვივ გავლებული მავთულხლართი დაათვალიერეს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ადგილზე ეცნობიან ვითარებას და საკუთარი თვალით ხედავენ, რა სახე აქვს საქართველოში ოკუპაციას. ეს მავთულხლართები, რომლებიც ახალი "ბერლინის კედელია", ყოფს ოჯახებს, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და ადგილობრივ მოსახლეობას მწვავე პრობლემებს უქმნის", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.