გამოცემამ „europolitics“ პაატა ზაქარეიშვილის სტატია გამოაქვეყნა

20 May 2015

სტატიაში პაატა ზაქარეიშვილი რიგის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინზე საუბრობს და იმედოვნებს, რომ ამ სამიტს საქართველოსთვის ხელშესახები შედეგი ექნება. იგი მდგრადი განვითარების გზაზე ერთ-ერთ დაბრკოლებად ე.წ. "გაყინულ კონფლიქტებს", რუსულ ოკუპაციას და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცოცავ ანექსაიას ასახელებს.

სახელმწიფო მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთ სთავაზობს იმ სარგებელს, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაქვს. იგი წერს, რომ ვიზა ლიბერალიზაცია მნიშვნელოვანი სარგებელია და გააჩნია სახალხო კონტაქტების განვითარებისა და შერიგების პროცესის გაძლიერების შესაძლებლობა.

სახელმწიფო მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ კონფლიქტების გადაჭრა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაპირობაა.

"გასული წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ საფუძველი ჩაუყარა შერიგებას, გამოასწორა ურთიერთობა რუსეთთან და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების მოსახლეობასთან, განამტკიცა დემოკრატია, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებათა დაცვას საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის", - წერს სახელმწიფო მინისტრი.

იგი აქვე აღნიშნავს, რომ რიგის სამიტზე ჩნდება უნიკალური შესაძლებლობა, ევროკავშირმა გადადგას საქართველოს ევროინტეგრაციული ძალისხმევის შემხვედრი ნაბიჯები და ამით მნიშვნელოვანად გაამყაროს არსებული სამშვიდობო პროცესი.

სტატია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე გამოქვეყნდა.

http://europolitics.info/fr/sommet-du-partenariat-oriental-ce-quattend-la-georgie