სახელმწიფო მინისტრი შეხვდა ა.შ.შ -ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ფილიპ გორდონს; თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილეს სელესტ ვოლანდერს; პრეზიდენტის სპეციალურ მრჩეველს რუსეთის და ევრაზიის საკითხებში, მაიკლ მაკფოლს და "თავისუფლების სახლის" აღმასრულებელ დირექტორს დევიდ კრემერს. ქ-ნმა ეკამ ასევე შეხვედრები გამართა კონგრესის წევრებთან ელისონ შვარცთან, რენე ელმერსთან, ანა მარი ბერკლსთან და ტედ პოსთან.
ვიზიტის განმავლობაში სახელმწიფო მინისტრი სიტყვით წარსდგა კარნეგის ფონდში, დაესწრო ატლანტიკის საბჭოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს და გარკვეული დრო დაუთმო პრესის წარმომადგენლებს.