ქეთევან ციხელაშვილმა კომიტეტის წევრებს და ომბუდსმენს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სახალხო დამცველის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიმართულებებით შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებზე. კერძოდ, აღნიშნული რეკომენდაციები ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემას, გამყოფი ხაზის მიმდებარედ ჰუმანიტარულ მდგომარეობას და სამოქალაქო ინტეგრაციას.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა ასევე, ჟენევის დისკუსიებისა და ინციდენტების
პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობაზე, აღნიშნულ ფორმატებში განხილულ პრობლემებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის სამედიცინო მომსახურებაზე, განათლების საკითხზე, გამყოფ ხაზზე გადაადგილების თავისუფლებაზე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის მოსაგვარებლად დროებითი სამთავრობო კომისიის მუშაობაზე და ამ კუთხით განხორციელებულ სამუშაოებზე.
ქეთევან ციხელაშვილმა კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ უკვე სრულდება შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ახალ ეროვნულ კონცეფციაზე მუშაობა.
მან სახალხო დამცველის კითხვებსაც უპასუხა.