ვიზიტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში

9 June 2011

სახელმწიფო მინისტრი შეხვდა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, რუპრეხტ პოლენცს; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, კორნელია პიპერს; გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და შუააზიაში, პატრიცია ფლორს; კანცლერის მრჩეველს საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში, ქრისტოფ ჰოისგენს, ასევე გერმანიის ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიასთან თანამშრომლობის საპარლამენტო ჯგუფს.

ბერლინში ყოფნისას სახელმწიფო მინისტრი მოხსენებით წარსდგა ბერლინის ევროპულ აკადემიაში, ხოლო ვიზიტის ბოლო დღეს იგი მწვანეთა ფრაქციის წევრებს შეხვდა.