ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში

27 May 2011

სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრები გამართა სენატორ იარომირ შტეტინასთან; ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან პრჟემისლ სობოტკასთან; ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან ირჟი შნაიდერთან და ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თავშესაფრისა და მიგრაციის პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორთან ტომაშ ჰაიშმანთან. ქ-ნი ეკა ასევე ესაუბრა ჩეხეთის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ იან ჰამაჩეკს და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბატონ ვიქტორ ჩეხს.