სახელმწიფო მინისტრი შეხვდა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს, აუდრონიუს აჟუბალისს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მინდაუგას ლადიგას და სეიმის წევრებს. ვიზიტის განმავლობაში, ქ- ნი ეკა დაესწრო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ასტა სკაისგირიტე ლიაუშკინეს მიერ გამართულ ვახშამს და შეხვედრები გამართა "სეიმის ევროპულ კლუბში", რომლის ორგანიზება უზრუნველჰყო კლუბის პრეზიდენტმა, პეტრას აუშტრევიჩუსმა.