ოფიციალური შეხვედრები სტოკჰოლმში

5 October 2011

სახელმწიფო მინისტრი შეხვდა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, კარლ ბილდტს, სახელმწიფო მინისტრს საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის საკითხებში, ჰანა ჰელქუისტს, სახელმწიფო მინისტრს მიგრაციისა და ლტოლვილთა პოლიტიკის საკითხებში, მინა ლიუნგრენს, საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დეპარტამენტის უფროსს, ელჩს, აკე პეტერსონს და საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლის და ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსს, პერ სიოგრენს. ვიზიტის განმავლობაში სახელმწიფო მინისტრამა შეხვედრა გამართა ასევე პარლამენტარებთან და პრესის წარმომადგენლებთან.