სახელმწიფო მინისტრი შეხვდა პოლონეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროსს ბ-ნ სტანისლავ კოზეის, შინაგან საქმეთა მინისტრს ეჟი მილერს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჰენრიკ ლიტვინს. სახელმწიფო მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრები პოლონეთის სენატის თავმჯდომარესთან ბოგდან ბორუსევიჩთან და სეიმის თავმჯდომარესთან ბ-ნ გჟეგოჟ სხეტინასთან.